უკან
19/1/2026

ანემია - როგორ ამოვიცნოთ დაავადება

ანემია ერთერთი ყველაზე გავრცელებული ჰემატოლოგიური პრობლემაა.

იგი ყალიბდება მაშინ, როდესაც სისხლში წითელი უჯრედების ან/და ჰემოგლობინის კონცენტრაცია მცირდება, რის გამოც ორგანიზმს საჭირო რაოდენობის ჟანგბადი აღარ მიეწოდება, რაც დროთა განმავლობაში არაერთ გართულებას იწვევს.

ანემიას შესაძლოა თან ახლდეს:

§     მუდმივი სისუსტე, დაღლილობა;

§     თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

§     კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;

§     კანის სიფერმკრთალე;

§     თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები;

§     გულის რიტმის დარღვევები(არითმია, ტაქიკარდია);

§     ჰაერის უკმარისობა, ქოშინი

 

ანემიის ძირითადი ფორმებია:

§     რკინადეფიციტური ანემია

მას იწვევს ორგანიზმში რკინის ნაკლებობა. ჰემოგლობინის შესაქმნელად ძვლის ტვინს სჭირდება რკინა. საკმარისი რკინის გარეშე ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ჰემოგლობინს სისხლის წითელი უჯრედებისთვის.

§     ვიტამინდეფიციტური ანემია 

გარდა რკინისა, ორგანიზმს სჭირდება ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12, რათა საკმარისი ჯანსაღი ერითროციტები წარმოქმნას.

§     ანთების ფონზე განვითარებული ანემია 

დაავადებები, რომლებიც იწვევენ ანთებას, ორგანიზმს სისხლის წითელი უჯრედების საკმარისი რაოდენობის წარმოქმნაში უშლიან ხელს. მაგალითად: სიმსივნე, აივ ინფექცია, რევმატოიდული ართრიტი, თირკმელების დაავადება და სხვა.

 

ანემის რისკფაქტორებს წარმოადგენს:

§     საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, რომელიც გავლენას ახდენს  საკვები ნივთიერებების ათვისებაზე;

§     ​სისხლის კარგვა - წყლულოვანი დაავადებები, ბუასილი ან სისხლის ხშირი დონაცია.

§     ორსულობა - ორსული ადამიანები, რომლებიც არ იღებენ მულტივიტამინებს, ფოლიუმის მჟავასა და რკინას, ანემიის რისკის ქვეშ არიან.

§     ქრონიკული დაავადებები - სიმსივნე, თირკმელების უკმარისობა, დიაბეტი, რომლებიც ზრდიან ანემიის რისკს.

§     გენეტიკური ფაქტორები

§     კვების რაციონი, რომელშიც არ არის საკმარისი აუცილებელი ვიტამინები და მინერალები.

§     ასაკი - 65 წელზე უფროსი ასაკის მქონე პაციენტები წარმოადგენენ რისკჯგუფს.

§     სხვა ფაქტორები: გარკვეული ინფექციების, სისხლის დაავადებებისა და ავტოიმუნური მდგომარეობის ისტორია ზრდის ანემიის რისკს. ტოქსიკური ქიმიკატების გარშემო ყოფნამ და ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაზე და გამოიწვიოს ანემია.

ანემიის დიაგნოსტირებისათვის აუცილებელ პირველად კვლევებს მიეკუთვნება:

§     სისხლის საერთო ანალიზი;

§     რკინის განსაზღვრა სისხლში;

§     ფერიტინის განსაზღვრა.

 

ასევე გამომწვევის დაზუსტების მიზნით შესაძლოა აუცილებელი გახდეს დამატებითი ლაბორატირული კვლევების ჩატარებაც, ექიმის რეკომენდაციით.

 

ანემიის მკურნალობის ტაქტიკა მის გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. სწორი მკურნალობისთვის აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.

 

 

ჯეო მედი - გამოიძახეთ კლინიკა სახლში

0322 111 500


გაზიარება

უახლესი

2/2/2026

ნიპაჰის ვირუსი

რა არის ნიპაჰის ვირუსი და როგორ ვრცელდება იგი? ნიპაჰის ვირუსი მედიცინისთვის შ...

მეტის წაკითხვა
3/2/2026

მექანოთერაპია - ბინაზე გამოძახებით

...

მეტის წაკითხვა

დაგვიკავშირდით

ტელეფონი

+(995) 032 2 111 500

მისამართი

თბილისი, ი. პეტრიწის #2

ელ-ფოსტა

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2025